|
2019-02-12 12:36:27, 1035 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
წყნეთში ავარიის დროს დაშავებული შვიდი ადამიანიდან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მისი თქმით, აუცილებელია განმეორებითი კვლევების ჩატარება. ექიმების განმარტებით, მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობა და არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)