|
2019-02-08 13:25:07, 1692 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველო მნიშვნელოვან მოკავშირედ რჩება
„საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანდრეა ტომპსონმა განაცხადა განცხადება ტომპსონმა, თავისი ოფიციალური Twitter-ის გვერდის საშუალებით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დავით ზალკალიანმა შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ანდრეა ტომფსონთან შეხვედრა 7 თებერვალს გამართა, რა დროსაც მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით მონაწილეობა მიიღო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ამას გარდა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ორმხრივი შეხვედრაც. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშეწესთან ვეს მიტჩელთან. ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, კონგრესმენებთან და სენატორებთან.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)