|
2019-02-08 10:46:32, 1216 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე მელიას: ხელს ისე მოგკიდებ, რომ ვეღარ გამაშვებინონ
პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომა, სადაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს განიხილავდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე დაუპირისპირდნენ. „ისტორიული კანონზომიერება შემდეგ რამეს გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან, ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანმა გაიმარჯვა. მინისტრმა ეს იცოდა, იმიტომ რომ ზარი მიიღო გახარიასგან“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. მის ამ განცხადებას თალაკვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წერილი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, ანონიმური არ იყო და ეს მათგან სპეკულაციაა. შემდეგ კი მელიას რეპლიკას, რომ ხელს მოჰკიდებდა და რუსთაველზე მამების კარავში შეიყვანდა ასე უპასუხა: „ხელს ისე მოგკიდებ, რომ არ ვიცი რა, შეიძლება ვეღარ გამაშვებინო… რა კარავში შემიყვან?! მე მეუბნები?! მეც მოგკიდებ ხელს და ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ რა ვიცი, შეიძლება შეგეშინდეს“, - მიმართა თალაკვაძემ მელიას.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)