|
2019-01-31 16:13:54, 1643 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი: კალაძემ ძველბიჭობა დამიწყო - მაგის სინდისზე და ნამუსზეა ყველაფერი
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ქეთევან წამებულის 67 ნომერში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახი კალაძეს აკისრებს. ელისაშვილი შემთხვევის ადგილზე კახი კალაძეს შეხვდა, რის შემდგომაც მათ შორის დაძაბულს საუბარს ჰქონდა ადგილი. „მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე რომ ესე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? მაგის სინდისზეა და მაგის ნამუსზეა. „ყაზტრანსგაზი“ არის მაგისი. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რა არის. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი და „ყაზტრანსგაზი“, რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და მაქაცარიასი არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)