|
2019-01-23 17:30:11, 1581 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი მაღალ დონეზე
ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი მაღალ დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში. „საქართველოს სრულად გააზრებული მისწრაფებაა ნატო-სა და ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანება. თუმცა, ამავდროულად, როგორც პანელის მონაწილემ ბრძანა, ცენტრალურ აზიაში დიდია აუთვისებელი პოტენციალი. ამ მხრივ მთავარი დაბრკოლების დაძლევას წარმოადგენს გლობალურ ეკონომიკაში წარმოჩინებისთვის ტრანსპორტის და ლოგისტიკის გამართვა. საქართველოში ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ, რათა ამ ქვეყნებს დავეხმაროთ დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობაში, ლოგისტიკის ხარჯების შემცირებაში, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)