|
2019-01-10 20:50:16, 1508 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 იანვრიდან, მეორე ეტაპი კი, 15 თებერვლიდან დაიწყება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, 17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რამაც საქართველოს პრეზიდენტის ახალი უფლება-მოვალეობები განსაზღვრა. "შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ,,საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ კანონით, განისაზღვრა 60 საშტატო ერთეული. იქიდან გამომდინარე, რომ 1-ელი იანვრიდან, სწორედ, ასეთი საშტატო ერთეულია გათვალისწინებული ბიუჯეტში, 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა რეორგანიზაციის პროცესი. 15 იანვარს დასრულდება პოლიტიკის შემუშავება, განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ საშტატო ერთეულისათვის. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული საშტატო ერთეული არ არის დიდი მასშტაბის, აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მოქნილი და ძალიან ეფექტიანი, ისე რომ, საქართველოს პრეზიდენტმა შეძლოს მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები. 15 იანვრიდან დაიწყება რეორგანიზაციის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე შიდა რესურსისთვის გაკეთდება შეთავაზებები, იმის მიხედვით, როგორ დააკმაყოფილებენ ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 15 თებერვლიდან დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ, ან არ მიიღებს, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა უკვე საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივია, საჯარო სამსახურში, შეეცდება თითოეული მათგანისთვის შეარჩიოს - მოძებნოს შესაბამისი შტატი, პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)