|
2019-01-08 16:23:30, 1814 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კაჭრეთში ტარდება სემინარი, რომ ხელისუფლების შტოებს შორის კოორდინაცია გაუმჯობესდეს
„ტარდება სემინარი, შეხვედრა როგორც იცით ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, მამაუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს არის ერთგვარი სემინარი და არ განიხილება ის საკითხები, რომელიც უმრავლესობის შიგნით დაპირისპირებას ეხება. „ტარდება სემინარი, შეხვედრა როგორც იცით ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. არის გარკვეული კონკრეტული თემებიც. ძირითადად არის კოორდინაციის და მენეჯმენტის გაუმჯობესება. ეს არის დანერგილი პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სემინარი ამ კოორდინაციის გააუმჯობესებს. საერთოდ არ ყოფილა ის ამბები რაც უმრავლესობაში არის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ეს სემინარი იგეგმებოდა. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს თემა შემიძლია დაზუსტებით გითხრათ. კონკრეტული სია იმ გადაწყვეტილებასთან, რაც მაგალითად მიიღო ფრაქციამ რამდენიმე დღის წინ არაფერ შუაში არ არის. აქ იყო გუნდურობის პრინციპზე საუბარი და აქ იყო რეგლამენტის წესების დარღვევაზე საუბარი. რაც შეეხება ცალკე თემას მოსამართლეების ჩვენ ვთქვით რომ პარლამენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული რეჟიმით ამ საკითხის განხილვა არ იქნებოდა სწორი და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შიდა კამათი არ შეხებია კონკრეტულ პერსონებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)