|
2018-12-03 15:19:38, 1200 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი: თავდასხმაში არ ვმონაწილეობდი - ჯერჯერობით დაჯარიმებულიც არ ვარ
თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტში საკუთარ მონაწილეობას უარყოფს. როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, კონფლიქტის დროს ის მონაწილე მხარეებს აშველებდა. საკრებულოს პროტოკოლის უფროსის თქმით, მისთვის უცნობია თუ რა მიზეზით დაიწყო დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირებთან. "არ ვმონაწილეობდი თავდასხმაში, ეს სიცრუეა. არ ვაპირებ თავის მართლებას. თავი უნდა იმართლოს მეორე მხარემ. ჯერჯერობით დაჯარიმებულიც არ ვარ და არც 700-ლარიანი გირაო დაუკისრებიათ ჩემთვის. მე ვიყავი კონფლიქტის დროს ქუთაისის აეროპორტში და ვაშველებდი ინციდენტის მონაწილე პირებს. კონფლიქტი იყო ჩემს მეგობრბსა და თაკო ჩარკვიანის თანმხლებ პირებს შორის. არ ვიცი კონფლიქტი რას უკავშირდებოდა. ტავიდან არ შევესწარი მაგ ფაქტს. არ ვიყავი იმ ადგილას როცა კონფლიქტი დაიწყო. სამარშრუტო ტაქისის მძღოლს ვუთანხმდებოდი თბილისში წამოსვლისთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით მაჭავარიანმა. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანს ინფორმაციით, ქუთაისში მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჩარკვიანი აცხადებს, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანზე და მის მეუღლეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია. ტელეკომპანიის ცნობით, მისი იდენტიფიცირება ვიდეომასალიდან გახდა შესაძლებელი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს რამდენიმე პირს საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 4 პირი დააკავა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიცია თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც „ძალა ერთობაშიას“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ჩარკვიანის ოჯახს მიზანმიმართულად დილიდან ელოდებოდნენ აეროპორტში. თავდასხმაში ასევე ხელისუფლება დაადანაშაულა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)