|
2018-12-03 11:48:29, 995 ნახვა
საზოგადოება
რადას დეპუტატი: თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ
უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატის სემიონ სემენჩენკოს ინფორმაციით, თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივი ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ. როგორც სახალხო დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის მის დაკავებასთან დაკავშირებით. სემენჩენკოს თქმით, ის უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და მას შემდეგ რაც პროცესუალური ღონისძიებები დასრულდება, ნათელი გახდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს უკრაინის მოქალაქეები იარაღის შესყიდვის დროს დააკავეს. ისინი დააკავეს სასტუმროში. ერთ-ერთ დაკავებულს ტყვიები აღმოუჩინეს, მეორეს იაღარი და ასე შემდეგ. გარდა ამისა ამბობენ თითქოს ისინი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე აპირებდნენ მისვლას და ე.წ. მიხო მაიდანში ონაწილეობის მიღებას. ჯერ ერთი საქართველოში არავითარი "მიხო მაიდანი" არ იგეგმება და მითუმეტეს უკრაინის მოქალაქეები არ აპირებენ მასში მონაწილეობის მიღებას. ცრუ ინფორმაცია ჩემზეც გავრცელდა, თუთქოს სადღაც გავიქეცი, მივატოვე ბიჭები. ასეთი ტიპის ინფორმაციას პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველი ავრცელებს. მე ახლაც თბილისის პოლიციის შენობასთან ვიმყოფები ჩემს მეუღლესთან ერთად და ვცდილობ სიტუაციაში გავერკვიო", - წერს დეპუტატი.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)