|
2018-12-02 18:17:35, 1250 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: მეშინია როცა მოვა თემირლანის წლისთავი, არ იქნა გარკვეული მისი მკვლელობის ამბავი
„მეშინია როცა მოვა თემირლანის წლისთავი, არ იქნა გარკვეული მისი მკვლელობის ამბავი“, - ამის შესახებ პანკისის სპრეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს განაცხადა. მაჩალიკაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც არ გაიყიდნენ. „ჩვენ ვნიშნავთ თითო ადამიანი 100 ადამიანს, იმიტომ რომ აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან, რომლებსაც აქვთ ღირსება, რომლებსაც გააჩნიათ ნამუსი. აქ მე ვხედავ მართლა ვაჟკაცებს, მართალ დიაცებს, როგორც ეს შეეფერება კავკასიელ ხალხს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც იყიდებიან. აქ მართლა საქართველოა დღეს, აქ მართლა ქართველი ერია. როგორც შეეფერება ეს ნამდვილ ქართველებს, დღეს მე ვხედავ ნამდვილ ქართველებს დ ამით მოხარული ვარ. მე იმ დღის მეშინია, როცა გახდება თემირლანის წლისთავი, ვაი თუ არ იქნა გარკვეული მისი მკვლელობის ამბავი, ვაი თუ არ დაისჯებიან ის ადამიანები ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა და იმის შნო, ვაშენოთ ქვეყანა და დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც დღეს სისტემაში არიან და სისხლის მსმელები არიან, ვინც სისხლით მოვიდნენ და ვინც სისხლით უნდა გავაცილოთ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)