|
2018-08-20 16:32:55, 751 ნახვა
რეგიონი
თურქეთში დაშავებული ერთი მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა
თურქეთის ქალაქ ტრაპზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მკურნალობას სამშობლოში გააგრძელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა ვენერა უსტიაშვილმა ტრაპზონის სახელმწიფო სამედიცინო კლინიკა დღეს დატოვა. პაციენტი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე თურქეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. გამშვებ პუნქტთან მას ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები დახვდნენ და დამტებითი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად ქ. ბათუმი რესპუბლიკურ კლინიკურ საავდმყოფოში გადმოიყვანეს. ვენერა უსტიაშვილი საავადმყოფოში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მოინახულა. „ქალბატონ ვენერას ტრაპზონის კლინიკაში ყველა სახის საჭირო სამედიცინო დახმარება მიეწოდა, მას მკურნალობა ერთი კვირის განმავლობაში უტარდებოდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადყოფოში მაღალტექნოლოგიური დიგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი არ საჭიროებს სტაციონარში მოთავსებას, მედიკოსების რეკომენტაციით ქალბატონი ვენერა მკურნალობას ბინაზე გააგრძელებს“, - აღნიშნა მინისტრმა პაციენტის მონახულბის შემდეგ. ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაპზონში 14 აგვისტოს მოხდა. ავარიის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ცოლ-ქმარი. თურეთის კლინიკაში რჩება დაშავებული მამაკაცი, მისი მეუღლე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, თუმცა ქმრის გამოჯანმრთელებამდე მან თურქეთში დარჩენა არჩია. დაშავებული საქართველოს მოქალაქეები ავარიიდან მეორე დღეს თურქეთის კლინიკებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.
(NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)