|
2016-12-08 10:41:56, 1052 ნახვა
პოლიტიკა
სოფიო კილაძე: დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შევიდეთ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ვიზალიბიერალიზაციასთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას გამოეხმაურა. კილაძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. „ძალიან დიდი იმედით ვუყურებ იმ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა ევროკავშირის ძალიან მაღალი დონიდან. დარმწმუნებული ვარ, მალე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, უვიზოდ შევიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, - აღნიშნა კილაძემ. ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეგახსენებთ, ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)