15:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-22 14:12:41, 307 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა

ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა კომენტარი გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებაზე და განაცხადა, რომ „საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა“.

„Formula TV-ის ჟურნალისტ ვახო სანაიას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ის ფაქტი, რომ რუსეთში მას გაცილებით მკაცრ სასჯელს მიუსჯიდნენ, ნუგეშის მომგვრელი არ არის.

ეს აჩვენებს, თუ ევროპის რომელ მხარეს იმყოფება დღეს საქართველო - მის ავტორიტარულ მხარეს“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ გამოქვეყნებული პოსტისთვის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics