14:37 - 22 Jul, 2026
|
2016-12-07 21:58:26, 1084 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროში აშშ-ს ელჩს სამანტა პაუერს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი, როგორც საქართველო - ამერიკის ორმხრივ დღის წესრიგში, ასევე, იმ საერთაშორისო დღის წესრიგში, რომელიც დგება გაეროში', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. შეხვედრაზე სამანტა პაუერი ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის საკითხით დაინტერესდა. მხარეებმა საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზეც ისაუბრეს. განიხილეს ასევე, საქართველოს OGP-ის მომავალი თავმჯდომარეობის თემაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)