|
2016-12-07 18:05:32, 913 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. პრემიერ–მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელთან სტრატეგიული თანამშრომლობა სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული თუ სხვა მიმართულებებით, უაღრესად მნიშვნელოვანია. გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც მოწმობს ბრიტანული კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების დიდი წვლილი. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის, რაც მისი თქმით, ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს პარტნიორი და მჭიდრო თანამშრომლობის მხარდამჭერია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)