|
2016-12-07 13:26:41, 1339 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს საქართვლოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსა და უკრიანისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ბრიუსელში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "თუ ჩვენ ახლა ვერ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და დაპირებებს, მომავალში ჩვენ დავკარგავთ არა მხოლოდ ნდობას, არამედ ასევე პოლიტიკურ ბერკეტებს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, მიაღწიონ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოსთან. მე ვგულისხმობ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს არიან ამოფარებულებ", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" უკრაინული ბიურო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)