|
2016-10-05 10:20:50, 1304 ნახვა
ეკონომიკა
საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„თურქეთის მხარეს „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყება," - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა, ბიულენთ თუფენქჯიმ განაცხადა. უწყების ინფორმაციით, სტუმარმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობასა და სავაჭრო ბრუნვის უფრო მაღალ დონეზე აყვანის მნიშვნელობას. „ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ეს ასპექტი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ყველა სფეროში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, არამედ ტრანზიტული თვალსაზრისთაც," - განაცხადა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა. თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას საინტერესო და საქმიანი უწოდა და აღნიშნა, რომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას. „დღეისთვის, საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე მუშაობს 3 საბაჟო-გამშვები პუნქტი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ სამივე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ერთობლივი მართვა გვექნება. ინფორმაციას გავცვლით ელექტრონულად, რაც დააჩქარებს ტრანზიტს, რასაც საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა ნოდარ ხადურმა. როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო დავალება თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, დაიწყოს ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის, „მარადიდი-მურათლის" მშენებლობა, რისთვისაც თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის დროს გამოჩენილი სოლიდარობისათვის და აღნიშნა, რომ ამ მხრივ განსაკურებული იყო გადატრიალების მცდელობიდან ძალიან მოკლე ვადაში პრემიერ- მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. (NS)
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)