|
2016-10-04 18:03:50, 1317 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკმა SWIFT-ის მიერ ჟენევაში ორგანიზებულ საბანკო სემინარში მიიღო მონაწილეობა
პაშა ბანკი, უკვე მეშვიდე წელია მონაწილეობას იღებს SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო ოპერაციების სემინარში - SIBOS (Swift International Banking Operations Seminar), რომელიც ამჯერად შვეიცარიაში, ჟენევაში გაიმართა. პაშა ბანკი ტრადიციულად სამ ქვეყანას წარმოადგენდა სემინარზე: აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. პაშა ბანკი რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს სთავაზობს მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. შესაბამისად, ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტების კუთხით პაშა ბანკთან თანამშრომლობის ინტერესი მაღალი იყო. SIBOS არის ყოველწლიური საბანკო და საფინანსო სემინარი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კომპანია SWIFT (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication). თავდაპირველად ის დაიწყო როგორც SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო ოპერაციების სემინარი და დღესდღეობით წარმოადგენს პრემიუმ კლასის ბიზნეს ფორუმს გლობალური ფინანსური წრეებისთვის. SIBOS-ზე ეწყობა დებატები და მონაწილეებისთვის იხსნება ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები ანგარიშსწორების, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ნაღდი ფულის მენეჯმენტისა და ვაჭრობის მიმართულებით. ერთი კვირის განმავლობაში SIBOS წარმოადგენს 7000-მდე ფინანსური ინსტიტუტის, მულტინაციონალური კორპორაციების, ტექნოლოგიური პარტნიორების და საფინანსო ბაზრის სხვა მოთამაშეების გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ექსპერტების თავშეყრის ადგილს. SIBOS-ზე წარმოდგენილია 200-მდე საგამოფენო სტენდი; გარდა ამისა, ასობით გამომსვლელის მონაწილეობით ეწყობა მრავალი კონფერენცია და ღონისძიება. SIBOS არის ადგილი, სადაც ხდება ბიზნეს გარიგებების დადება და ფინანსური ინდუსტრიის მომავლის კოლექტიურად ჩამოყალიბება. „პაშა ბანკი წინა წლების მსგავსად კონფერენციაზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი ისეთ ბანკებს შორის, როგორებიცაა: Barclays, Deutsche Bank, Citi, Raiffeisen Switzerland და სხვები. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს აქ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ და გავუზიაროთ ჩვენს კლიენტებს“, - თქვა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ. “ჩვენ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს და ვცდილობთ, დავნერგოთ თანამედროვე საერთაშორისო საფინანსო გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ მათ კომფორტულად შეძლონ ბიზნესის წარმოება როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში ხელს გვიწყობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა წამყვან საერთაშორისო ბანკებთან და მხარდაჭერა ძლიერი საფინანსო ინსტიტუტებისგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შესაძლოა აწარმოებდნენ ბიზნესს ჩვენი კლიენტები. SIBOS-ზე მონაწილეობა ამაში ცალსახად გვეხმარება, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ყველა მსხვილ საერთაშორისო ბანკთან ვახორციელებთ მოლაპარაკებებს და აქტიურად ვვითარდებით“, - თქვა მამმადოვმა.
(R)
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)