16:30 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 15:43:49, 1459 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ  ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმდება.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ეწერება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის გაო ხუჩენის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პირველ ვიცე-პრემიერთან. მხარეებს შორის საქართველოსა და ჩინეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხები განიხილება, მათ შორის, აბრეშუმის გზის ახალი კონცეფცია „ერთი გზა - ერთი სარტყელი.“

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. 

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში -   7 თვეში დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics