20:04 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-10 18:44:34, 241 ნახვა

კომენტარი
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი, ვიკა ფილფანი აცხადებს, რომ გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს. მისი თქმით, კობახიძემ 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, ხოლო ოკუპანტმა ეს განცხადება გამოიყენა და ახლა პასუხს სახელმწიფოს სთხოვს.

„ბარამიძემ, ვინც ეს თქვა, ვინც ეს გადაცემაში გამოიტანა და შემდეგ ვინც ეს პოლიტიკური მსჯელობის საგნად აქცია, ყველამ უნდა მოიხადოს ბოდიში იმიტომ, რომ ყველამ დააზიანა საქართველოს ეროვნული ინტერესები. […] გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართაც იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ, რასთან დაკავშირებითაც პასუხს სთხოვს მთლიანად სახელმწიფოს, რაც არის ეროვნული ინტერესების დაზიანება. აქედან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“, – თქვა ვიკა ფილფანმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებასა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ საგარეო უწყების პასუხს გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელიაც:

„კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია“, – განაცხადა მან.

8 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ომის დაწყებაში „სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს“ ადანაშაულებენ. რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის თქმით, „რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს“.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics