|
2026-08-06 13:27:39, 240 ნახვა
მსოფლიო
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონის მდივან პიტ ჰეგსეთს ახსნა-განმარტება მოსთხოვა რაკეტების დეფიციტთან დაკავშირებით, რაც ვაშინგტონის ქმედებებს ზღუდავს ირანთან ომში, განუცხადა ორმა ინფორმირებულმა წყარომ The Washington Post-ს (WaPo). მათი თქმით, კემპ დევიდში გამართულ კაბინეტის სხდომაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შეცდომაში შეიყვანეს, რადგან მიაჩნდა, რომ არსენალის პრობლემა „უკვე მოგვარებული იყო“. წყაროების ცნობით, ჰეგსეთმა თავის გამართლება სცადა და რაკეტების დეფიციტსა და პრეზიდენტის არასრულ ბრიფინგში თავისი მოადგილე, სტივენ ფაინბერგი დაადანაშაულა. WaPo-ს წყაროების თქმით, ინციდენტმა ხაზი გაუსვა ტრამპის მზარდ იმედგაცრუებას ჰეგსეთით, რომელმაც თავდაპირველად თეთრი სახლი ირანზე სწრაფ გამარჯვებაში დაარწმუნა. მათ განმარტეს, რომ სწორედ შორი მოქმედების რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლების დეფიციტმა აიძულა ტრამპი ირანზე ახალი დარტყმების შეწყვეტაზე. მხოლოდ ომის პირველ კვირებში აშშ-მ 1300-ზე მეტი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა და თითქმის ამოწურა თავისი ATACMS მარაგი. ამასობაში, გამანადგურებლების დეფიციტმა აშშ აიძულა შეეცვალა ტაქტიკა და გამოეყენებინა საბრძოლო მასალა საფრთხის მიმართულებისა და მნიშვნელობის მიხედვით, განმარტა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ტრამპსა და ჰეგსეთს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას „100%-ით ყალბი ამბავი“ უწოდა. „ეს ფაქტიურად არასდროს მომხდარა. და პრეზიდენტ ტრამპს ჰეგსეთის სრული ნდობა აქვს“, - თქვა ლევიტმა. პენტაგონმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰეგსეთმა „არავინ შეაცდინა შეცდომაში და არც ფეინბერგი დაადანაშაულა მის მოადგილედ ყოფნაში“. „ეს განცხადებები მარაგების შემცირების, შიდა უთანხმოებების და ირანთან დაკავშირებული პოზიციის შესახებ ასევე ფიქტიურია“, - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა შონ პარნელმა. ივლისში ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები რაკეტების დეფიციტს განიცდიდნენ. „ჩვენ გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გვაქვს, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და გაცილებით მეტი, ვიდრე გვჭირდება“, - თქვა მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. ამავდროულად, წყაროებმა The New York Times-ს განუცხადეს, რომ მრჩევლებმა ტრამპი გააფრთხილეს საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ, განსაკუთრებით Patriot-ის რაკეტებისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების, რათა დაეცვათ ამერიკული სამხედრო ბაზები ახლო აღმოსავლეთში.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)