12:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 16:11:14, 753 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - თქვენ, თქვენი პატრონები, ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვარ არალეგიტიმური ხელისუფლება.

„რატომ არ აქვს მნიშვნელობა, ტრამპმა ვინ მიიწვია  საზეიმო ვახშამზე ?  თქვენ, თქვენი პატრონები, ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვარ არალეგიტიმური ხელისუფლება. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო საზეიმო ვახშამზე მიწვეული, ეს არის რეალობა და ფაქტი, რატომ ატყუებთ საზოგადოებას?",- ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის არჩეულმა  პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა  საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედია და მათი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები,  მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები.

„თქვენი  და თქვენი პარტნიორი, რადიკალური ფრთის  ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას,  რომ ეს არის ფეიკ ნიუსი, რომ არ მიიწვია [ტრამპმა] საქართველოს პრეზიდენტი, რომ არ იყო შეხვედრა, არ იყო საუბარი, რომ სურათზე მიახატეს მიხეილ ყაველაშვილი და ასე შემდეგ. ტრამპთან შეთანხმება არ მქონია,  რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის, დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ უნდა განახლდეს ჩვენს შორის ურთიერთობები, მან მითხრა, რომ გასაგებია მისთვის და აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს",- განაცხადა ივანიშვილის პარლამენტის არჩეულმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics