15:54 - 20 Aug, 2026
|
2025-07-02 21:18:15, 1874 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენეს
სომხეთის ექსპრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენეს. ანტიკორუფციულმა კომიტეტმა წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე სასამართლოს უკვე გადასცა. მას ასევე ბრალი ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. გამოძიების ცნობით, 2000-2018 წლებში სარგსიანი თავდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და შემდგომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში, პარალელურად, სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია. ამასთან, ის ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობით სარგებლობაში, რათა სანდო პირების საშუალებით შეექმნა კომერციული კომპანიები, რომელთა წილებიც მოგვიანებით ქრთამის სახით გაიცა. საქმე ამჟამად ანტიკორუფციულ სასამართლოშია გადაგზავნილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)