|
2025-07-02 13:21:10, 1264 ნახვა
მსოფლიო
გერმანია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებით ზომებს იღებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1-ელ ივლისს განაცხადა, რომ გერმანია დამატებით ზომებს იღებს, რათა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვის რეგიონებში მოქმედ რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტს" გაუმკლავდეს. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2022 წელს რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი შესამჩნევად გაიზარდა, რამაც, როგორც Politico წერს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების გაგრძელებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, 1-ელი ივლისიდან გერმანიის ხელისუფლებამ ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვაში მცურავი ნავთობმზიდი ტანკერების დაკითხვა დაიწყო მათი დაზღვევის შესახებ, რომელიც ნავთობით დაბინძურებისგან გამოწვეულ ზიანს ფარავს. უწყების ცნობით, ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერების დაზღვევა ხშირად გაურკვეველია, რადგან ისინი სანდო სადაზღვევო კომპანიებსა და ევროპულ პორტებს თავს არიდებენ. "ჩვენი მიზანი ძალზე მკაფიოა: ჩვენ ვზრდით წნეხს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე და ვიცავთ ბალტიის ზღვას," განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)