12:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 11:21:31, 517 ნახვა

სამართალი
საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების ადვოკატები სხდომათა დარბაზის შეცვლას ითხოვენ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ადვოკატები სხდომათა დარბაზის შეცვლას ითხოვენ.

როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, ისეთი დარბაზია შერჩეული, სადაც არა მხოლოდ ბრალდებულების ოჯახის წევრები ვერ ეტევიან, არამედ ადვოკატებიც.

უფლებადამცველებს სხდომათა დარბაზში დამატებითი მაგიდები დაუდგეს.

"ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. არსებობს დარბაზი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოება დაესწროს, თუმცა, იქ არ ატარებენ პროცესს.

ტექნიკური საკითხების გამო ვერ ხერხდება პროცესის დაწყებაო, ამბობენ",- განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.

არსებულ ვითარებას "მაგიდების დარბაზი" უწოდა კიდევ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

"მაგიდების დარბაზი. რაც ამ წუთებში სასამართლოში ხდება, პირველ რიგში სასამართლოს შეურაცხყოფაა, შემდეგ მხარეების და ამავდროულად ყველა იურისტის. 11 - პირიანი საქმე იწყება რამდენიმე წუთში, თუმცა სასამართლო ყველაფერს ცდილობს, რომ 150- კაციან დარბაზში არ გამართოს პროცესი. ორი დამატებითი მაგიდა შემოიტანეს ადვოკატებისთვის, თითქოს, კომფორტულად შეძლებენ უფლებამოსილების განხორციელებას. პროცესის საჯაროობაზე და ხალხზე ვინღა ფიქრობს",- აცხადებს ცუცქირიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics