12:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 15:27:08, 487 ნახვა

სამართალი
ნიკა კაციას წერილი ციხიდან - ისევე როგორ დედის, სამშობლოს გადაყვარება დაუშვებელია

სათქმელი მხოლოდ ერთი მაქვს, ისევე როგორ დედის, სამშობლოს გადაყვარება დაუშვებელია - ამის შესახებ პროევროპულ აქციაზე დაკავებული ტელეწამყვანი, ნიკა კაცია ციხიდან "ტვ პირველისთვის" გაგზავნილ წერილში წერს. 

სამოქალაქო აქტივისტი წერს, რომ მისთვის საკნის შეცვლის მიზეზი არ განუმარტავთ. ტელეწამყვანის თქმით, გრძნობს პრესინგს: 

კამერის შეცვლის მიზეზი არ განუმარტავთ. პატარა საეჭვო გარემოებები იქმნება, ცოტა პრესინგი იგრძნობა. 

რამდენი ადამიანიც არ უნდა იდგეს პარლამენტთან, ის რაც ჩვენი მონაპოვარია, საუკუნეებს გაუძლო, არ უნდა დავთმოთ და არ უნდა დავკარგოთ.  

ახლა უფრო მეტი რწმენით და პატივისცემით სათქმელი მხოლოდ ერთი მაქვს, ისევე როგორ დედის, სამშობლოს გადაყვარება დაუშვებელია. შესაბამისად, ყველა ერთად იმაზე მალე გავიმარჯვებთ, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა"- წერს კაცია.  

დაკავებულის ადრესატები კრიტიკული მედიის ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც 43-ე დღეა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უწყვეტად აშუქებენ: 

ახლა ყველაზე მეტად დავაფასე ყველა ჩემი კოლეგა, მართალი ტელევიზიის ყველა ჟურნალისტი, საუკეთესოდ ყვებით ამბებს ჯადოსნური პროტესტის ღამეზე, კიდევ უფრო ჯადოსნურ შობაზე და ყველა სხვა პროფესიის ადამიანისადმი სოლიდარობის და მადლიერების გათვალისწინებით განსაკუთრებით კოლეგებისადმი მადლიერი ვარ, რომ საქართველოს გარდა სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ. მადლობა ყველას ერთად რომ არ გავიწყდებათ რეჟიმის ტყვეები"- აღნიშნულია გზავნილში. 

ამის პარალელურად, პროევროპულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ნიკა კაციას ოჯახი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს - როგორც ტელეწამყვანის ძმა, ლაშა კაცია ამბობს პატიმარს, აკრძალული აქვს ტელევიზორის ყურება და სასეირნოდ გასვლა. 

ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

9 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე კაციამ თქვა, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics