16:33 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 11:08:30, 532 ნახვა

სამართალი
არევაძე - გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და გვარამიას ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

არევაძის განცხადებით, სასამართლო ჩამოშლილია.

„ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს და მეტიც, იქით რეკვითაც ძლივს ვათქმევინე, რომ პროცესი თურმე დაიწყეს. ჩამოშლილია, ხალხნო, სასამართლო !!!“- წერს მარიკა არევაძე.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია 4 დეკემბერს დააკავეს.

დაკავება პარტია „დროას“ ოფისთან მას შემდეგ მოხდა, რაც ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გვარამია მივიდა და სამართალდამცველებისგან მოითხოვა, რომ იურისტის სტატუსით შეეშვაათ პარტიის ოფისში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა.

აღნიშნულს პოლიციასა და გვარამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics