|
2024-11-22 12:05:10, 361 ნახვა
საზოგადოება
მარიასინი - საქართველო გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) დირექტორის მოადგილეს, დმიტრი მარიასინს საქართველოს პავილიონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს. ოთარ შამუგიამ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დირექტორის მოადგილეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მოქმედებს მონიტორინგის სისტემები; მიმდინარეობს რეფორმები სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების შემცირების, წყლის რესურსების მართვის და კონტროლის მექანიზმების მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო “წყლის რესურსების მართვისა“ და “სამრეწველო ემისიების შესახებ“ მიღებულ კანონებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ორივე კანონი ევროპულ მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია და მათი პრაქტიკაში აღსრულება გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას უზრუნველყოფს. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) დირექტორის მოადგილემ საქართველოს სამომავლო რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)