13:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 12:03:44, 847 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, კომპლექსში ოლიმპიური სტანდარტების 1 500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი და 800 მაყურებელზე გათვლილი 10 ზოლიანი, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზი განთავსდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დღეს  სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას ბათუმი ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

“ამ ეტაპზე საცურაო აუზის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს, პარალელურად, დასრულდა ყინულის მოედნის ტრიბუნები, მიმდინარეობს ყინულის მოედნის შენობაზე ფლიგელების მიშენება და უშუალოდ, ყინულის მოედნის მოწყობის სამუშაოები.

მშენებლობის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება.

2025 წელს ყინულის მოედანი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. საქართველოში ოლიმპიადის მასპინძელია თბილისი, ბაკურიანი და ბათუმი.

სპორტული ინფრატრუქტურის მშენებლობას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ადგილზე გაეცნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics