|
2026-07-01 12:42:30, 2239 ნახვა
პოლიტიკა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ძალადობით დანაშაულს აქვს 30-წლიანი ხანგრძლივობის ვადა, ამიტომ დღეს იქნება თუ ხვალ, როდესაც რეჟიმი შეიცვლება და გვექნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, თითოეულ მათგანს მოუწევს აგოს პასუხი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა თამარ კეკენაძემ განაცხადა. როგორც კეკენაძემ აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ პარლამენტში მომხდარში ჩართული დეპუტატები დაისჯებიან. „არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თვითონ „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის, რადგან რეჟიმის ამ მოძალადე სისტემამ მისცა მათ დაუსჯელობის გარანტიები. თუმცა ამ მოძალადე ადამიანებს, ორგანიზატორებს და ზოგადად მათ მფარველებს შევახსენებ, რომ ამ ძალადობით დანაშაულს აქვს 30-წლიანი ხანგრძლივობის ვადა, ამიტომ დღეს იქნება თუ ხვალ, როდესაც რეჟიმი შეიცვლება და გვექნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, თითოეულ მათგანს მოუწევს ამ დანაშაულზე აგოს პასუხი. ყველა ის ადამიანი, ვინც ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, იქნება ეს პარლამენტში, ქუჩაში თუ კამერებს მიღმა, აგებს პასუხს“, – აღნიშნა კეკენაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)