13:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 16:36:02, 823 ნახვა

რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს

დღეს სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო.  ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, მასწავლებლებო, - ყველას გილოცავთ. განსაკუთრებით კი, მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომელთაც პირველად შეაბიჯეს საკლასო ოთახებში,- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა. 

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვისას აღნიშნა, წელს სამცხე-ჯავახეთში 2045 პირველკლასელია.  

"რეგიონში წელს 2045 პირველკლასელი გვყავს. პატარებო, თქვენ, დღეს სიახლეებით, მრავალი აღმოჩენითა და თავგადასავლებით აღსავსე სამყაროს კარი შეაღეთ.

გისურვებთ, სკოლაში გატარებული ყოველი დღე თქვენთვის, ცოდნის მიღების გარდა, საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყოს.  ჩვენ კი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, როგორც აქამდე, ახლაც გავაგრძელებთ თქვენთვის უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანაბრადხელმისაწვდომი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო.

სწორედ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგია, რომ 2012 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 400-ზე მეტ სკოლასა და 200-ზე მეტ საბავშვო ბაღს. აშენდა 7 ახალი სკოლა და 11 საბავშვო ბაღი.  წელს უკვე მიმდინარეობს 12 სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა/რეაბილიტაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კი,  2024-25 წლებში, ჩვენს რეგიონში, ჯამში, 10 ახალი სკოლის მშენებლობას და 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს, რომელთაგან უმეტესობა უკვე მიმდინარეობს, ნაწილი კი დასრულების ფაზაშია. 

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს განათლების ხარისხი. 

მჯერა, ჩვენი შვილების თაობა სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში",- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics