|
2024-09-09 14:01:24, 404 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყველა რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია - ერთს არასამთავრობო ჰქვია, მეორეს - მკვლევარი, ვითომ რაღაცებს იკვლევენ
ფაშიზმი,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის მიმართ მომხდარ ინციდენტს. მისი თქმით, „მსგავსი თავდასხმები პოლიტიკოსების მიმართ რადიკალური დაჯგუფების წევრების მხრიდან ხდება". „ეს არის ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. გინახავთ თქვენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან მისულიყო ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე, რომელიც კავშირში არ არის ოპოზიციურ პარტიასთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არ არსებობს ასეთი რამ. ყველა არის ამ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი. როგორც გითხარით, ერთს არასამთავრობო ჰქვია, მეორეს მკვლევარი ჰქვია, ვითომ რაღაცებს იკვლევენ, მესამეს და მეოთხეს - რაღაცა. რეალურად, ერთ პატრონის ხელის ქვეშ არიან ეს ადამიანები, ეს თავდასხმები პოლიტიკოსებზე, ბულინგი, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან“,- განაცხადა კახა კალაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)