|
2024-09-09 10:26:49, 347 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაზე - მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ ვინ იდგა ამ სქემის უკან
თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს, სადაც კვლავ დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს. კალაძის თქმით, „ქვეყანაში გამჭვირვალობა აუცილებელია, რომ მსგავსი თაღლითური გზით მოპოვებული თანხებით კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები არ დაფინანსდეს". „ის, რომ კეზერაშვილი დაკავებული იყო პენსიონერების ძარცვით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ახალი არ არის. მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ ვინ იდგა ამ სქემის უკან. კიდევ უფრო მძიმეა ის ვარაუდი, რომ ეს თანხები მიდის პოლიტიკაში, ფინანსდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი გავლით ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები. იმისთვის არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინოს დეკლარაცია, საზოგადოებას აჩვენოს, თუ ვისგან იღებს თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)