|
2024-09-09 09:55:14, 378 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრობლემაა, როდესაც EU-ის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას - ეს მათ კარგად არ ახასიათებთ
პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას, ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაუცხადა. კითხვაზე, "გამჭვირვალობის" კანონის მიღების შემდეგ, გარკვეული დაფინანსებები შეჩერდა და რა ბედი ელოდებათ ასეთ ორგანიზაციებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ რამე შეჩერდა, ყველაფერი ძალიან მარტივად დაკომპესირდება. "რაც შეეხება ტერმინ რუსულ კანონს, ეს არის ტყუილი, ეს არის ცრუპენტელობა, რაც თქვენც ძალიან კარგად იცით. რაც შეეხება დაფინანსებას, თუ რამე შეჩერდა, ყველაფერი ძალიან მარტივად დაკომპესირდება. არის ძალიან მცირე თანხებზე საუბარი, თავად ფაქტი არის ცუდი, ის ფაქტი, რომ სიცრუის გამო ხდება რაღაც თანხების შეჩერება, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ იმდენად მცირე თანხებზეა საუბარი, რომ ამის დაკომპესირებას არაფერი სჭირდება. დღეს გვქონდა საუბარი იმაზე, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 10 მილიარდი ლარით, ამ ყველაფერთან მიმართებით, იმ პროექტებზე, რაზეც არის საუბარი, არის ზღვაში წვეთი. არავითარი დიდი ფინანსები არ არის ამასთან დაკავშირებული, ამის კომპესირება ადვილია, ცუდი არის ის, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები სიცრუეზე დაფუძნებით ახორციელებენ ასეთ აქტებს. ეს არის შემაშფოთებელი და სამწუხარო. მიზერულია და დავუკოკმპესირებთ. მაგალითისათვის სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი სფერო, სადაც თანხები იდება, ამას გვეუბნებიან. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, ამ თანხების წლიური მოცულობა ევროკავშირის ნაწილში არის, დაახლოებით, 5 მილიონი ევრო, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა შესაბამის პროექტებზე წლის განმავლობაში ხარჯავს 330 მილიონ ლარს. ვხედავთ როგორი თანაფარდობაა, ამის დაკომპესირება არ არის პრობლემა, პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას. კომპესირება არ არის პრობლემა, მაგრამ ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)