|
2024-09-06 15:37:41, 434 ნახვა
პოლიტიკა
ნილს შმიდი - 9 ნაბიჯი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ახლა მეათეც არის დამტკიცებული, რაც „აგენტების“ კანონის გაწვევას უკავშირდება
9 ნაბიჯი ყველასთვის ცნობილია, რისი შესრულება ევალება ხელისუფლებას, მაგრამ ახლა მეათეც არის დამტკიცებული, რაც "აგენტების" კანონის გაწვევას უკავშირდება,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, ნილს შმიდმა განაცხადა. როგორც შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "ამ პოლიტიკით საქართველო ევროპას ვერ დაუახლოვდება". "ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ძალიან მკაფიო "მესიჯები" გვაქვს: პირველი - ჩვენ ველოდებით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგით დასრულდება არჩევნები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მიიღოს მასში მონაწილეობა და დემოკრატიულ პროცესებს ხელი არ შეუშალოს. "ქართული ოცნების" ამჟამინდელი პოლიტიკა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი. ეს ნათელი და ცხადია. აქ 4 პარტია ვართ წარმოდგენილი, ბუნდესტაგის უმრავლესობას წარმოვადგენთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პოლიტიკით საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროპას. 9 ნაბიჯი ყველასთვის ცნობილია, რისი შესრულება ევალება ხელისუფლებას, მაგრამ ახლა მეათეც არის დამტკიცებული, რაც "აგენტების" კანონის გაწვევას უკავშირდება",- განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)