|
2024-09-05 19:41:22, 463 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე - ვალდებულებების ბალანსი დაცული უნდა იყოს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება არ არის სიტუაციის გამწვავება, ეს არის "ვალდებულებების შესრულების ბალანსის დაცვა" - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებას. როგორც ლავროვი აღნიშნავს, შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული და ამ დოკუმენტების მიხედვით, "მხარეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ". "მე ამას გამწვავებას არ ვუწოდებდი. თუ ვისაუბრებთ მიღწეული შეთანხმებების შესრულებზე, არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებმა. შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული. ამ დოკუმენტების მიხედვით, მხარეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ. უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულებათა ბალანსი დაცული უნდა იყოს და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს მშვენივრად ესმით", - განაცხადა ლავროვმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)