|
2024-08-02 10:47:03, 426 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში მეფუტკრეებს, მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა გააცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში, ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი სკაზე, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარი ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. "მეფუტკრეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა ჩვენმა ფერმერებმა, გააფართოვონ საფუტკრე მეურნეობა და გაზარდონ თაფლის წარმოება. პროგრამის ფარგლებში, ისინი შეძლებენ, როგორც საკუთარი სკების განახლებას, ასევე ახლის შეძენას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფერმერების ხელშემწყობი არაერთი ღონისძიება გავატარეთ, 200-ზე მეტი კოოპერატივი დავაფინანსეთ სხვადასხვა აღჭურვილობის შეძენის, ასევე სკების განახლების მიმართულებით. გავაძლიერეთ ლაბორატორიული შესაძლებლობები, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა სრულიად შეუფერხებლად თაფლის ექსპორტი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, იმისთვის, რომ გამოვიყენოთ და ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ამ მიმართულებით გაგვაჩნია და ფერმერებს მხარი დავუჭიროთ ხარისხიანი და მეტი პროდუქციის წარმოებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მეფუტკრეობა რეგიონში საკმაოდ განვითარებული დარგია. სახელმწიფო წლებია მეფუტკრე ფერმერებს სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს. ახალი პროგრამაც ადგილობრივი მოსახელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეფუტკრე ფერმერები ახალ პროგრამას დადებითად აფასებენ. მინისტრთან შეხვედრის დროს მათ ხაზი გაუსვეს, რომ მიზნობრივი პროგრამა მათთვის დიდი შეღავათი იქნება და სამომავლოდ, ისინი შეძლებენ თაფლის წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს. პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS). აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეფუტკრეობის განვითარებას სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანია ხარისხიანი თაფლის წარმოების მდგრადობის ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადობის ზრდა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)