|
2026-07-09 12:45:47, 295 ნახვა
საზოგადოება
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
12 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (GASF) ორგანიზებით წრიული რბოლის ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართება. ჩემპიონატის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს Tegeta Fest-ზე ეპატიჟება - ფესტივალზე, რომელიც ავტოდრომს ცოცხალ, ინტერაქციულ პიტ-სტოპად აქცევს. ფესტივალის სტუმრებს ტერიტორიაზე დახვდებათ გასართობი ზონები და ისინი მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვას შეძლებენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი საერთაშორისო ბრენდების - Bridgestone, Michelin, Petronas, Shell, Motul, Varta, ATE და Champion - სპეციალური სივრცეები, სადაც სტუმრები, კომპანიების პროდუქციის გაცნობა-შეძენასთან ერთად, სხვადასხვა ინტერაქციულ გამოცდილებას მიიღებენ. თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილის“ მთავარი ოფიცერი: „Tegeta Fest-ის იდეა ავტოსპორტის ირგვლივ სრულიად ახალი გამოცდილების შექმნაა. გვინდოდა, ჩემპიონატის მორიგი ეტაპი მხოლოდ რბოლა არ ყოფილიყო და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, მთელი დღე ინტერაქციულ, გასართობ და ტექნოლოგიურ გარემოში გაეტარებინათ. ჩვენი პარტნიორი ბრენდების ჩართულობით ფესტივალი აერთიანებს იმას, რაც ავტოინდუსტრიას ყველაზე მეტად ახასიათებს - ინოვაციას, ხარისხსა და ემოციას. ავტოსპორტის მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსისთვის“ ერთჯერადი ინიციატივა არ არის. წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქართული ავტო- და მოტოსპორტის განვითარებაში და მხარს უჭერს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც სპორტის პოპულარიზაციას, ახალი თაობის ჩართულობასა და საავტომობილო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს“. ფესტივალის კონცეფცია რეალური ავტორბოლის პიტ-სტოპის იდეას ეფუძნება - იმ რამდენიმე წამს, როდესაც ტექნოლოგია, სისწრაფე და გუნდური მუშაობა გამარჯვებას განსაზღვრავს. ამ გამოცდილებას სხვადასხვა აქტივობა გააცოცხლებს, რათა სტუმრებმა ავტოსპორტის ემოციები არა მხოლოდ ტრიბუნიდან, არამედ უშუალოდ თავადაც შეიგრძნონ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები შეძლებენ, ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში: შეამოწმონ რეაქციის სისწრაფე, გამოცადონ პროფესიონალური რბოლის სიმულატორი, შეადარონ სარბოლო და სამოქალაქო ავტომობილების სამუხრუჭე სისტემების შესაძლებლობები და სხვა ინტერაქციული გამოცდილება მიიღონ. დასწრება თავისუფალია. სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა სივრცე, სადაც ისინი პატარა მრბოლელებად იქცევიან - ბალანს-ბაიკებითა და პულტიანი სარბოლო ავტომობილებით გაერთობიან, ასევე სხვა სახალისო აქტივობებში ჩაერთვებიან. სტუმრებს ფესტივალის ტერიტორიაზე დახვდებათ კვებისა და სასმელების ზონა, დასასვენებელი სივრცეები და VIP-ტერასა, საიდანაც ავტორბოლის კომფორტულად ყურება იქნება შესაძლებელი. ავტოსპორტის მხარდაჭერა „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია უკვე წლებია, ხელს უწყობს როგორც პროფესიონალური შეჯიბრებების განვითარებას, ისე ისეთი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც საავტომობილო კულტურის პოპულარიზაციასა და საზოგადოების ჩართულობის ზრდას ემსახურება. ამ ხედვის გაგრძელებაა ფესტივალიც, რომლის მიზანი ავტოსპორტის მოყვარულთათვის ახალი სივრცის შექმნა და ღონისძიების ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბებაა. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)