13:19 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 10:12:14, 450 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს.

„ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას.

24 წლის ტატო გრიგალაშვილი უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ტატოს ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება. 

ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში უკვე ქართული ძიუდოს და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდაა. დარწმუნებული ვარ, ლაშა 3 წლის წინ გაცემულ პირობას ბოლომდე შეასრულებს და 4 წელიწადში მესამე ოლიმპიურ ოქროსაც მოიგებს. 

უდიდეს წარმატებას მიაღწია 23 წლის ილია სულამანიძემ პირველივე ოლიმპიურ თამაშებზე, თავად ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მესამე მედალი მოაგებინა. უფრო დიდი გამარჯვებები, მათ შორის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ილიასაც წინ ელოდება. 
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ოლიმპიელებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის”,- ნათქვამია მისალოც წერილში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს და განმარტავს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს 2 კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა. ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics