|
2024-08-01 14:21:31, 439 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება
ჩვენი მიზანია, სრულად დაბინავდეს მოსავალი და მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ ყურძნის რეალიზაცია, ხოლო ღვინის ინდუსტრიამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება, - ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2024-ის ფარგლებში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ჩამბარებელ მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 1.00 ლარს. კახეთის რეგიონში, მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 0,20 ლარს; მინისტრმა წარმატებები უსურვა მევენახეებს და ღვინის მწარმოებლებს. მისი ინფორმაციით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას აღწევს. „ჩვენ 10 წელზე მეტია აქტიურად ვეხმარებით მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას და არაერთ პროგრამას ვახორციელებთ ამ მიმართულებით, რაზეც დეტალურად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ამ პერიოდში 5-ჯერ არის გაზრდილი გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა და 4-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი. 2023 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 455 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. 43-დან 66 -მდეა გაზრდილი საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია; ბოლო წლებში, ყოველწლიურად მევენახეები 300 მლნ ლარამდე შემოსავალს იღებენ ყურძნის რეალიზაციიდან და ვფიქრობთ, რომ წელს ეს შემოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის სახელმწიფოს და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობის და ჩვენი მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგი. დარგის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)