|
2024-02-22 22:46:09, 1098 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური რეაქციაა, მას არ შეუძლია თქვას - „ვალოდია, ყოჩაღ“
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური რეაქციაა, რადგან ჯო ბაიდენს არ შეუძლია, თქვას – „ვალოდია, ყოჩაღ“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მიმართ ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ კომენტარს. როგორც პუტინმა ჟურნალისტს განუცხადა, ბაიდენის ეს რეაქცია ადასტურებს, რომ ის მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ რუსეთისთვის აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის ხილვა უფრო სასურველია. „ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და თქვენ მკითხეთ, ვინ იქნება სასურველი შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტის რანგში. მე ვთქვი, რომ ნებისმიერ პრეზიდენტთან ვიმუშავებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის, ბაიდენი უფრო სასურველია. ახლა მისი ნათქვამიდან გამომდინარე, მე აბსოლუტურად მართალი ვარ, რადგან ეს იყო ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი. რატომ? რადგან მას არ შეუძლია თქვას: „ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, შენ ძალიან დამეხმარე“. ჩვენ გვესმის, რა ხდება შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია. ეს ნიშნავს, რომ მე მართალი ვიყავი. რაც მე ვთქვი, პირველ რიგში ჩვენი აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი და არა ამერიკელებისთვის. თქვენ ხომ რუსი ჟურნალისტი ხართ და თქვენ მკითხეთ, რა იყო ჩვენთვის უკეთესი. ასე რომ, მე გითხარით მაშინ და შემიძლია, ახლაც დავადასტურო და გავიმეორო: ბაიდენი“,- განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)