13:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 15:20:16, 2251 ნახვა

სამხედრო
ლელა ჩიქოვანმა თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეები უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა

თურქეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეებმა, პოლკოვნიკმა ბურაკ ალთინერმა და პოლკოვნიკმა მირჩა ჟიგურანუმ სამწლიანი მისია საქართველოში დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სამხედრო დიპლომატებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის უცხოელი ატაშეები უწყებრივი მედლებით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო დიპლომატებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერის მუშაობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მიმართულების განვითარების მიზნით თურქეთის რესპუბლიკისგან რამდენჯერმე მიიღო გრანტი და ფინანსური დახმარება. მნიშვნელოვანია თურქული მხარის კონტრიბუცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში, მათ შორის თურქეთი რეზიდენტი ექსპერტებით ჩართულია შემდეგ ინიციატივებში: ავიაცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო-საინჟინრო და სასაზღვრო. 2022 წელს თურქეთმა ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია დაიკავა და საზღვაო მიმართულებას ფარავს.

რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, პოლკოვნიკ მირჩა ჟიგურანუს მისიის პერიოდში კი, განსაკუთრებით გააქტიურდა ორხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის. განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და რუმინეთში. გააქტიურდა და გაღრმავდა თანამშრომლობა წვრთნისა და განათლების კუთხით, მათ შორის საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის, რაც გამოიხატა ერთობლივ გაცვლით წვრთნებში სნაიპერული და საპარაშუტო თავისუფალი ვარდნის მიმართულებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics