|
2023-06-23 10:42:53, 1000 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დელეგაციას კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე წყლის რესურსების მართვის საკითხებში შინ ჯინ სუ ხელმძღვანელობდა. "შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მთავრობას ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით კორეის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი ასევე შეეხო დაცული ტერიტორიების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და წყლის მდგრადი მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. შინ ჯინ სუს განცხადებით, საქართველო კორეის რესპუბლიკისთვის სანდო და საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა, რაც თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში ქვეყანაში წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შინ ჯინ სუმ მოაწერეს. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)