|
2023-06-21 12:11:21, 1274 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ხობში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აქტიურად აგრძელებს აგრო მეწარმეების მხარდაჭერას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ხობის რაიონ სოფელ პირველ მაისში, მეწარმე სპარტაკ ლომაიას, დაფნის გადამამუშავებელ საწარმოში შენობა-ნაგებობების დამატება და მანქანა-დანადგარების გადაიარაღება დაუფინანსდა. ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 170,000 ლარს აღემატება, ხოლო ბანკის მიერ მეწარმისადმი გაცემული ჯამური ინვესტიცია 250,000 ლარს შეადგენს. საწარმო, დაფნას, ხობის რაიონის მიმდებარე სოფლებიდან იბარებს, სადაც სეზონზე 1,000 ტონა დაფნის ფოთოლი მოდის. საწარმოს დღეში 3-4 ტონა დაფნის მიღება და გადამუშავება შეუძლია, რომელიც უზრუნველყოფს დაფნის გადამუშავების სრულ ციკლს, რაც შემდეგ ექსპორტზე იგზავნება. მეწარმეს 20 ადგილობრივი თანამშრომელი ყავს დასაქმებული. „ბაზისბანკთან ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც გავაფართოვეთ და გადავაიარაღეთ საწარმო უახლესი დანადგარებით. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ და მაღალხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ“, - აღნიშნა მეწარმე სპარტაკ ლომაიამ. "საერთაშორისო ბაზრებზე დაფნა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია და მისი გამოყენება მსოფლიოში მზარდია. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს“, - განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)