|
2023-05-23 18:52:15, 851 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტის გახსნაში მონაწილეობა მიიღო
გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და ეროვნული გმირის ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გენერალ-მაიორის გმირობაზე ისაუბრა. გენო ადამია 1990-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ფორმირებაში. გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა. 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. 2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)