|
2023-05-22 17:13:10, 729 ნახვა
საზოგადოება
23 და 24 მაისს, ღამის საათებში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 23 და 24 მაისს, ღამის საათებში, კერძოდ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ და მერაბ კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზეთისხილის ხემდე. პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ გზას ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების მიმართულებით გააგრძელებენ. მთაწმინდიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე, მობრუნდება ზეთისხილის ხესთან და გზას განაგრძობს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. 23 და 24 მაისს ავტომობილების მოძრაობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცალმხრივად შეიზღუდება. ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ზეთისხილის ხიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)