|
2023-05-22 17:11:19, 1009 ნახვა
საზოგადოება
„Art-გენი“ „ახალ საირმეში“
„Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი საირმეში კურორტის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას მიეძღვნა. საფესტივალო დღე სასტუმრო „ახალი საირმეში“ ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა. გარე სივრცეში წარმოდგენილი იყო მინანქრისა და ვერცხლის ნაკეთობები, ბავშვების ნამუშევრები, ნაქსოვი თოჯინები, ახალგაზრდა ქუთაისელი მხატვრის ირაკლი სვანიძის ფერწერული ტილოები, ქუთაისელი ფოტოგრაფის გიორგი კოკელაძის ფოტოების გამოფენა, თოკით მოწნული სუვენირები და ასევე, გობელენისა და თექის ნამუშევრები.
რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების გაცნობის შემდეგ „Art-გენის“ ერთგულ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, ჯადოსნურ გარემოში საყვარელ ჯგუფებს შეხვედროდნენ. საფესტივალო დღე „ჩვენებურების“, GAGA FRANI-ს, „REGGAEON“-ის, ნიაზ დიასამიძისა და „33ა“-ს ერთობლივმა კონცერტმა დაასრულა.
სოლომონ გოგაშვილი - ფესტივალ „Art-გენის“ ორგანიზატორი, ბენდი „ჩვენებურები“: „ვფიქრობ დღევანდელი დღე შედგა - ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც კონცერტით, ასევე აუდიტორიით. განსაკუთრებული მუხტი მოდიოდა მათგან. საირმეში ისეთი გარემოა, შეუძლებელია, ადამიანი არ დატკბეს, პირველ რიგში, ბუნებით და შემდეგ ასეთი არაჩვეულებრივი მუსიკით. ძალიან სასიამოვნო საღამო შედგა და ვფიქრობ, ერთგვარ ტრადიციად შეიძლება ვაქციოთ „Art-გენისა“ და „ახალი საირმის“ ერთობლივი შეთავაზება სპეციალურად საირმის სტუმრებისთვის“.
GAGA FRANI - ფესტივალ „Art-გენის“ ორგანიზატორი: „ფესტივალისთვის დამახასიათებელი ნიშაა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა და ექსპედიციები ახალი სახეების, ოჯახების ან ძველისა და მიკარგულის აღმოჩენისთვის. თუმცა საირმეში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს რაიონი ძალიან დიდი ფოლკლორული კულტურით გამოირჩევა. რეწვით დაწყებული, მუსიკითა და ცეკვით დასრულებული ძალიან სავსე კუთხეა. საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა - თითქოს ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ სპონტანურობით სავსე და ბუნებასთან შერწყმული. „33ა“ წვიმაში რომ წვიმას უმღერის, სიყვარულს ქადაგებს და დღე ამით რომ სრულდება, ძალიან დიდი ბედნიერებაა“.
ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას. „Art-გენი“ სასტუმრო „ახალ საირმეში“ წელს პირველად გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, ბაღდათისა და ქუთაისის რაიონებიდან სხვადასხვა თაობის საინტერესო შემოქმედი აღმოაჩინა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, გამორჩეული ქართველი მუსიკოსების მოსასმენად აქცია-კონცერტზე 400-ამდე სტუმარი შეიკრიბა.
დავით ბეროზაშვილი - სასტუმრო „ახალი საირმის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვემასპინძლა „Art-გენისათვის“, რომელიც ნამდვილი ქართული მუსიკალური და შემოქმედებითი დღესასწაულია. ეს ჩვენთვის პირველი მასშტაბური ფესტივალი იყო და მიხარია, რომ ახალი საირმის გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. რაც მთავარია, მიუხედავად წვიმისა, ფესტივალმა შესანიშნავად ჩაიარა - ძალიან ბევრ საინტერესო შემოქმედთან, ასევე პოზიტიურ და გახარებულ მსმენელთან ერთად“. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „Art-გენი“ წელს უწყვეტი არსებობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალი რეგიონული ტურნეს შემდეგ, ივლისის ბოლოს, ტრადიციულად თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასრულდება.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|







ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)