|
2023-05-20 12:10:47, 1107 ნახვა
საზოგადოება
საჯარო სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ დასრულდა
პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისა და ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებდა, წარმატებით დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ოფიცრები და სერჟანტები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 1 301 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. ჯარისკაცები მაღალი კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად ხვდებოდნენ და ჯარისკაცის პროფესიას, ეროვნული გმირების ისტორიებს, სამხედრო მოსამსახურის დღის განრიგს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებს, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებს, ჯარში მოქმედ ბენეფიტებს, თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს აცნობდნენ. სალექციო-დისკუსიური ხასიათის გაცნობით შეხვედრებზე, მოსწავლეებსა და პედაგოგებს თემატური ვიდეორგოლებისა და ფოტომასალის ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა ერთ-ერთი ბოლო სკოლაა, რომელსაც ჯარისკაცები ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს პრეზენტაცია წარუდგინეს. სასწავლო წლის განმავლობაში ახალგაზრდები განსაკუთრებით თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამსახურის ფორმებით, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებებით, სამხედრო წოდებებითა და კარიერული წინსვლის სისტემით, ეროვნულ გმირებთან დაკავშირებული ისტორიებით, ქართული სამხედრო მრეწველობით, სამხედრო ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურითა და პირობებით, სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრების ურთიერთშეთავსებით ინტერესდებობდნენ. მოსწავლეების ნაწილი სწავლის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაგრძელების, ასევე, აქტიური რეზერვის პროგრამის გავლის სურვილს გამოთქვამდა. პროექტს, რომელიც 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. სკოლების გარდა, „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთანაც მართავენ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)