|
2022-12-20 13:51:19, 1413 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - სააკაშვილის გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია და ამის ავტორებმა უზრუნველყვეს ზელენსკის განცხადებაც
"ქართული ოცნების" აღამსრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას ეხმიანება და "საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას" უკავშირებს. როგორც მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოყვანა იყო სპეცოპერაცია, რომლის ავტორებმაც უზრუნველყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება. "ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ ფაქტებს ვიშველიებთ, მათ შორის შემთხვევითი არ არის ამ განცხადებასთან თანხვედრაში, ლოგიკურად შეგვიძლია განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში დღეს, აი მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო, დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი და სპეცოპერაცია დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყოს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ის, რაც მოუწოდა. შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ყელა განცხადებას განვიხილავთ ამ კონტექსტში", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)