|
2022-12-17 17:53:59, 1453 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე მმართველ პარტიაზე - 10 წელი მიზანმიმართულად მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
"ქართული ოცნება" გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, 10 წელი ქართული ოცნება ადანაშაულებდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ მათ განახორციელეს უკანონო ქმედებები, 10 წელი ეს ადამიანები მიზანმიმართულად მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, სამართლიანობამ იზეიმა , - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, "ქართული ოცნებას" მიზნად ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალზე ხილვა,მაგრამ იოტისოდენა მტკიცებულებებიც კი არ არსებობს ქართული მხარეს წინააღმდეგ. მან დასძინა,რომ იზეიმა სამართლიანობამ,და გამტყუნდა მარინეტული რუსეთის ხელისუფლება. „10 წელი ,,ქართული ოცნება" გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, 10 წელი ქართული ოცნება ადანაშაულებდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ მათ განახორციელეს უკანონო ქმედებები, 10 წელი ეს ადამიანები მიზანმიმართულად მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, სამართლიანობამ იზეიმა. სასამართლოშიც კი არ წარდგენილა საქმეები ქართულ მხარესთან მიმართებაში. რატომ? -იმიტომ, რომ მტკიცებულება იოტისოდენაც არ არსებობს, რომ რაიმე დანაშაული მიუძღვის ჩვენს მხარეს. წარედგინა ბრალი რუსულ მხარეს და მათ მარიონეტულ რეჟიმს, მაგრამ მთავარი - ვთქვათ, რა უნდოდა ამ 10 წლის განმავლობაში ,,ქართულ ოცნებას"?! - მას უნდოდა ეხილა მიხეილ სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალზე, მან ეს ვერ მიიღო." - განაცხადა ვაშაძემ
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)